ავარია ქობულეთში - ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი შეეჯახა

ავარია

ავარია ქობულეთში - ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის, ციხისძირის მონაკვეთზე მოხდა. TV25.GE-ის თვითმხილველები უყვებიან, რომ შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარია იმ დროს მოხდა, როცა მიკროავტობუსი მარშრუტს ასრულებდა და მგზავრები გადაჰყავდა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

მეტის ნახვა