ანტიდასავლურ მოძრაობას ქედიდანაც უერთდებიან - "ოცნება" მზია ბოლქვაძემ დატოვა

ანტიდასავლურ მოძრაობას ქედიდანაც უერთდებიან. ამჯერად, პარტია და თანამდებობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება - მრეწველები"-ს თავმჯდომარის მოადგილემ დატოვა. მზია ბოლქვაძემ შესაბამისი განცხადება საკრებულოს უკვე წარუდგინა.

ყოფილი „მეოცნებე“ ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადი სურვილის საფუძველზე მიიღო, რადგან ახლად შექმნილი მოძრაობის იდეებს ემხრობა.

„ამ ეტაპზე, ვთლი, რომ ჩვენი ქვეყნის სამომავლო ინტერესებისთვის „ხალხის ძალა“ ტრადიციული ქვეყნის მენტალიტეტს შეესაბამება. საჭიროა იქ ვიდგე, სადაც ხალხის ძალა და ხალხის ხმაა. გავეცანი მათ იდეებს და ჩემში ჯდებოდა, მომწონს“ - უთხრა TV25.GE-ის მზია ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა ოთხეულმა საზოგადოებრივი მოძრაობა რამდენიმე თვის წინ დააფუძნა. სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა "ოცნება" 28 ივნისს დატოვეს. როგორც მაშინ განმარტეს, მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ უწევთ პარტიის, ფრაქციისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება.

მათ რიგებს, მოგვიანებით, გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.

მეტის ნახვა