ენმ წინასაარჩევნოდ ზეწოლაზე საუბრობს

წინასაარჩევნოდ ზეწოლაზე დღეს  “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა.  მიშა ბოლქვაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ენმ-ს მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს საქმიანობაში ხელს უშლის. მისივე თქმით, გადასატანი ყუთის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი  პირების  80%  მიზანმიმართულად მმართველი პარტიიდან და მათთან აფილირებული კომისიის წევრებიდან შეირჩნენ. ბოქლვაძე აცხადებს, რომ საოლქო კომისიაში ათობით საჩივარი შეიტანეს, თუმცა რეგიარება ამ დრომდე არ მომხდარა. ბრალდებებს პასუხობს ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. ომარ ვარშანიძის თქმით, საოლქო კომისიაში სამუშაო პროცესი თანაბარუფლებიან გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება გადასატან ყუთებთან დაკავშირებულ ბრალდებას, განმარტავს, რომ კომისიის წევრების ფუნქციები კანონისამებრ, წილისყრის შედეგებზე დაყრდნობით გადანაწილდა.

მეტის ნახვა