კრემლის იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ქართველ ემიგრანტებს მოღალატეებს უწოდებს

ალექსანდრ დუგინი

კრემლის იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ქართველ ემიგრანტებს მოღალატეებს უწოდებს. რუსი პროპაგანდისტი ასე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერას ეხმაურება.ამის შესახებ მან ტელეგრამზე დაწერა.

"თუ ქართველი ხარ, მაშინ ცხოვრობ და ხმას აძლევ საქართველოში და საქართველოსთვის. და თუ საქართველოში არ ხარ და ხმას აძლევ იმას, რომ საქართველომ აღარ იარსებოს, მაშინ როგორი ქართველი ხარ?! გადასახლებული და მოღალატე ხარ. შენი ხმა არ ითვლება. ოცნების 13%-ს ჩავთვლიდი, დანარჩენ ხმებს კი გავაუქმებდი. ისინი არ შეიძლება ქართველებს ეკუთვნოდეთ. ეს არის Dominion სისტემაში შეფერხება, რომელიც მდებარეობს ევროპულ სერვერებზე CIA-ს კონტროლის ქვეშ.

ხმის მიცემა უნდა იცოდე, უნდა იყო იმის ღირსი რომ დაგიშვან. მაგალითად, არის ვიღაც ლგბტ-ის მხარდამჭერი, რაც აკრძალულია რუსეთში (სხვათა შორის, საქართველოშიც!).  ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის არის დეგენერატი, გარყვნილი და დებილი. ასეთ ასოციალურ ელემენტს არ შეიძლება ენდო ისეთი საპასუხისმგებლო საკითხი, როგორიც არის პოლიტიკური ხმის მიცემა.

მაგალითად, არის ვიღაც ლგბტ-ის მხარდამჭერი, რაც აკრძალულია რუსეთში (სხვათა შორის, საქართველოშიც!). ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის არის დეგენერატი, გარყვნილი და დებილი. ასეთ ასოციალურ ელემენტს არ შეიძლება ენდო ისეთი საპასუხისმგებლო საკითხი, როგორიც არის პოლიტიკური ხმის მიცემა. ან ნარკომანი, ან, კიდევ უფრო უარესი, ლიბერალი. ასეთების ადგილი კლინიკებსა და იზოლატორებშია და არა საარჩევნო უბნებზე. ჯერ უნდა გაიარონ ფეისკონტროლი, მოძიებულ იქნეს ინფორმაცია ღია წყაროებით და მხოლოდ შემდეგ დაიშვან ხმის მიცემაზე. ისიც მხოლოდ ქართული ოცნებისთვის ან უკეთესისთვის, პროქართულს და საფუძვლიანს. ჩვენ უნდა გავხსნათ  სასწავლო კურსები, თუ როგორ უნდა მივცეთ სწორად ხმა და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ გადაეცეს მოწმობა - პასუხისმგებელიანი ამომრჩევლის პასპორტი." - წერს დუგინი ტელეგრამზე.

მეტის ნახვა