გადადგეს ლიკა დიასამიძე - ბსუ-ს სტუდენტებმა პეტიციაზე მუშაობა დაიწყეს

ბსუ-ს სტუდენტები ლიკა დიასამიძის გადადგომასა და თვითმმართველობის თავმჯდომარის განმეორებით არჩევნებს ითხოვენ. ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული და სოციალური ფაკულტეტის სტუდენტებმა პეტიციაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მათ უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის წესდების განახლება სურთ.

სტუდენტებისთვის თვითმმართველობის მოქმედი თავმჯდომარის პოლიტიკური მიკერძოებულობა მიუღებელია. ამბობენ, რომ  კენჭისყრა ბუნდოვანი იყო და დიასამიძის არჩევა არადემოკრატიულად მოხდა. საკითხი აქტუალური, „ტვ25“-ის მიერ ტროლებისა და ბოტების სქემის ექსკლუზიურ გამოაშკარავებას მოჰყვა, სადაც დიასამიძე, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელიცაა, დეპუტატ რიჩარდ სირაბიძესთან ფიგურირებს.

მეტის ნახვა