ახალი ამბები • 1756410394
კალაძე: შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ გვემეტება ციხისთვის, ვაფრთხილებდით, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, თუმცა ეს გააკეთეს - სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება

კალაძემ 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა როგორც უმძიმესი ფაქტი და აღნიშნა, რომ ეს პროცესები მარტივად არ ჩაივლის.
„უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა, მთელი თვეების განმავლობაში კამპანია მიდიოდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით და ამის სისრულეში მოყვანა სცადეს კონკრეტულმა პირებმა და დაჯგუფებებმა. ეს ასე მარტივად არ ჩაივლის. ჩვენ ვაფრთხილებდით ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს. შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ არ გვემეტება ციხისთვის და ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. თუმცა ეს გააკეთეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენს გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალი ვართ და ეს არის მათი არჩევანი. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის 36 პირია დაკავებული.

1756113571