ახალი ამბები • 1735227842
ქართველმა ნახევარმცველმა, ლევან არველაძემ ჩერნიგოვის "დესნა" დატოვა
ჩერნიგოვის "დესნა" ლევან არველაძემ დატოვა. 31 დეკემბერს, 28 წლის ქართველი ნახევარმცველის გუნდთან კონტრაქტი დასრულდა და მან თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.
უკრაინული გამოცემების ცნობით, გამოცდილი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ჟიტომირის "პოლესიე" იჩენს. თავად არველაძემ განმარტა ვითარება და განაცხადა, რომ ჩერნიგოვის გუნდში დარჩენაზე უარი თქვა.
"ტრანსფერმარკტი" ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებას 400 ათას ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში, ნახევარმცველმა კლუბში 16 მატჩი ჩაატარა (15 მატჩი პრემიერლიგაში და 1 თასზე) და 1 გოლი გაიტანა.
ლევანი "დესნას" ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავდა, მანამდე კი 2016 წლიდან 2018 წლამდე "ჩერნიგოვში" თამაშობდა. არველაძე თამაშობდა "დნიპროში", "კრივბასში", "სკალაში", "აგრობიზნესში" და ლუგანსკის "ზორიაში".
არველაძე პირველი მოთამაშე არაა, რომელმაც "დესნა" დატოვა – მანამდე იგივე ნაბიჯი გადადგეს ფილიპ ბუდკოვსკიმ, ანდრეი ტოტოვიცკიმ, ვლადლენ იურჩენკომ, ვლადისლავ კალიტვინცევმა.
ლევან არველაძე იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, მაგრამ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
1728455482
1727447820