ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების განვითარებას

საქართველოში ყოველწლიურად სურსათით მოწამვლის ან დაავადების 40 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხება, თუმცა რეალურად რიცხვები გაცილებით მეტია, რადგან უამრავი ჩვენგანი არ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას მსუქბუქი მოწამვლის დროს. სურსათი შეიძლება თავდაპირველად უვნებელი იყოს, თუმცა საფრთხისშემცველი გახდეს გადაზიდვის, გაყიდვის ან გადამუშავების პროცესში. სწორედ ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა გავეცნოთ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის შესახებ, რათა ვიყოთ მაქსიმალურად ინფორმირებულები დაცულები სურსათისმიერი საფრთხეებისგან!

სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების განვითარებას და ეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტების, სურსათის ბიზნესოპერატორებისა და სურსათის უვნებლობის საკითხთან დაკავშირებული სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას.

ვიდეო მომზადდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV" ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ FAO და CzDA.

მეტის ნახვა