ხმაური და დაპირისპირება ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

ხმაური და დაპირისპირება ხელვაჩაურის საკრებულოში.  სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარეს კითხვით მიმართეს, უნდა მოუხადოს თუ არა ქართველმა ხალხმა ბოდიში ოსებს და რატომ გაიტანეს ევროკავშირის დროშა საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან. თენგიზ ირემაძემ კითხვები უპასუხოდ დატოვა. პროტესტის ნიშნად კამათისა და აურზაურის შემდეგ ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან გავიდა. მოგვიანებით დერეფანში ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, მმართველი გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის წევრს შორის. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. 

მეტის ნახვა