მმართველი გუნდი არასამთავრობოებს კვლავ ებრძვის

მმართველი გუნდი არასამთავრობოებს კვლავ ებრძვის. ანტიკორუფციულმა ბიურომ "აირჩიე ევროპა" და TI "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და ფინანსური ანგარიშების გახსნისთვის 5 დღე მისცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციებმა ამ ვადაში უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის. იმ შემთვევაში თუკი ენჯეოები არ გაითვალისწინებენ მოთხოვნებს, უწყება დამატებით ზომებს მიიღებს და მონიტორინგით თავად დაითვლის მათ ხარჯებს. TI -ში მიაჩნიათ, რომ  ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად  სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას ისახავს. გადაწყვეტილების უსაფუძვლეობასა და უკანონობაზე საუბრობენ საიაში. 

მეტის ნახვა