ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები | ადგილობრივი პოლიტიკოსებების შეფასებები

პრეზიდენტი მმართველი გუნდის და ივანიშვილის წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. ქვეყნის მთავარსარდალმა ღიად განაცხადა, რომ "ოცნების"  პოლიტიკა დღითიდღე ცხადად ხდება პრორუსული.  „პრო აღარ არის, ეს უკვე რუსულობაა" -  თქვა  სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა. მან წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და თქვა, რომ კამპანია  შიშის და მუქარის დანერგვაა. პრეზიდენტის თქმითვე, მმართველი გუნდი დაპირისპირებას აღვივებს, რადგანაც იცის, რომ არჩევნებს ხმებით ვეღარ იგებს. ზურაბიშვილის აქცენტები აჭარაში მოქმედმა პოლიტიკოსებმა შეაფასეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მისასალმებელია პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მათი და ხალხის მხარეს დგას. მმართველ გუნში ადგილობრივ დონეზე შეფასებები არც ამჯერად გაკეთდა. 

მეტის ნახვა