საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს | IDFI

საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ეს იმ კვლევის შედეგებშია ასახული, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითების ინსტიტუტი ავრცელებს. IDFI-ის ცნობით, ზრდის ტენდენცია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო. ორგანიზაციის ცნობითვე, რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ ვინ დგას კონკრეტულად  მათ უკან.  2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაშია  37ათას 400 -მდე კომპანია, საიდანაც 30,000-ზე მეტი -  2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული, ყველაზე მეტი კომპანია თბილისსა და ბათუმშია რეგისტრირებული , რაც შეეხება სფეროებს, ყველაზე მეტი კომპანია IT მიმართულებით არის დაკავებული.

მეტის ნახვა