„თარგმანი გარდამავალ პარადიგმაში“- კონფერენცია ბსუ-ში

 „თარგმანი გარდამავალ პარადიგმაში“- ბსუ-ში ორ დღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების 40-მდე მკვლევარი მონაწილეობს. განიხილავენ ემპირიული მთარგმნელობითი კვლევების სხვადასხვა თემას, ყურადღება მახვილდება ორ მიმართულებაზე: ნაკლებად გავრცელებულ და ნაკლებად გამოკვლეულ ენათა წყვილების კორპუს-ლინგვისტიკური მეთოდოლოგიით ანალიზზე. 

მეტის ნახვა