ახალი ამბები • 1756410394
სურსათზე გლობალური ფასები მეორე თვეა მცირდება...
ტვ25
გაეროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ოქტომბერში სურსათის ფასები ზედიზედ მეორე თვეა, დაეცა, რაც, ძირითადად, გლობალურ ბაზარზე არსებული უხვი მარაგის გამო იყო განპირობებული - აღნიშნულ ანგარიშს Reuters ავრცელებს.
კერძოდ, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასების ინდექსმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად სასურსათო პროდუქტებს ეხება, ოქტომბერში საშუალოდ 126.4 პუნქტი შეადგინა, რაც სექტემბრის 128.5 პუნქტზე ნაკლებია.
ეს მაჩვენებელი, ასევე, ოდნავ დაბალია 2024 წლის ოქტომბრის დონესთან შედარებით, ხოლო 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკთან შედარებით 21.1%-ით ნაკლებია.
ამასთან, FAO-მ წელს მარცვლეულის გლობალური წარმოების პროგნოზი რეკორდულ 2.99 მლრდ ტონამდე გაზარდა, მაშინ, როცა ერთი თვით ადრე 2.971 მლრდ ტონას მოელოდა.
ახალი პროგნოზი 2024 წლის მოსავალთან შედარებით 4.4%-ით მეტია.
წყარო: BPN.ge-ის სტატია
1756113571




















