ახალი ამბები • 1756410394
ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა...
ტვ25
„საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის ერთ-ეტაპიანი ერთკონვერტიანი სატენდერო პროცედურის თანახმად პრეკვალიფიკაციის გარეშე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან.
უფლებამოსილი მონაწილეები, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
მიმდინარე სასამართლო დავა: ყველა მიმდინარე სასამართლო დავა, არბიტრაჟი და მოვლენა რომელიც გავლენას ახდენს მონაწილის ლიკვიდურობასა და წმინდა კაპიტალზე, ჩაითვლება მონაწილისათვის უარყოფითად გადაწყვეტილად და ზემოხსენებული დავების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მონაწილის წმინდა კაპიტალის 50%-ს, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს სხვაობას მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის.
ფინანსური მდგომარეობა: მონაწილის წმინდა კაპიტალი მინიმუმ, ბოლო წლისათვის უნდა იყოს დადებითი, რაც გამოანგარიშებული იქნება სხვაობით მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის. მონაწილის ყოველწლიური საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 125 000 000 აშშ დოლარს ან მის ექვივალენტს. მონაწილემ უნდა აჩვენოს, რომ მას გააჩნია ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები არანაკლებ 20 800 000 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტის ოდენობით მოცემული პროექტისა და მიმდინარე საკონტრაქტო ვალდებულებებისათვის.
მშენებლობის გამოცდილება: ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა ერთ კონტრაქტში როგორც ძირითადი კონტრაქტორი, ერთობლივი საწარმოს წევრი ან ქვე-კონსულტანტი, ღირებულებით არანაკლებ 233 000 000 აშშ დოლარისა ან ორ კონტრაქტში, კომბინირებული ღირებულებით არანაკლებ 233 000 000 აშშ დოლარისა, რომელთაგან ერთი კონტრაქტის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 163 100 000 აშშ დოლარს რომლებიც წარმატებით დასრულებულია ან ძირითადად დასრულებულია და რომლებიც მოცემულ შემოთავაზებულ სამუშაოთა მსგავსია. მონაწილის მიერ განხორციელებული მსგავსი სამუშაო შეფასდება შემდეგზე დაყრდნობით: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც მოიცავს გვირაბებსა და ხიდებს.
მშენებლობის გამოცდილება შემდეგ ძირითად ღონისძიებებში:
არანაკლებ 17 000 კვ.მეტრის ფართობის სატრანსპორტო (საგზაო და/ან სარკინიგზო) ხიდის მალის ნაშენის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში მიყოლებით, ბოლო 5 წლის პერიოდში.
საგზაო გვირაბის მშენებლობა, რომლის სიგრძე აღემატება 2კმ-ს. კონტრაქტი არანაკლებ 90% ით უნდა იყოს დასრულებული ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ნებისმიერი დიამეტრის საგზაო და/ან სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა გვირაბის კომბინირებული სიგრძით არანაკლებ 10 კმ-სა. კონტრაქტი არანაკლებ 90% ით უნდა იყოს დასრულებული ბოლო 7 წლის განმავლობაში.
ელექტრომექანიკური და უსაფრთხოების სისტემების ინსტალაცია საგზაო გვირაბებში:
რომელთა კომბინირებული სიგრძე შეადგენს არანაკლებ 5 კმ-ს.რომელთაც გააჩნიათ რევერსული სავენტილაციო სისტემა, ხოლო გვირაბის სიგრძე შეადგენს მინიმუმ 4კმ-ს.კონტრაქტები არანაკლებ 90% ით უნდა იყოს დასრულებული ბოლო 7 წლის განმავლობაში,“- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1756113571




















