ახალი ამბები • 1756410394
„ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდასაჭერად გურიისა და რაჭის 4 სკოლას საჩუქრებს გადასცემს...
ტვ25
„განათლების მხარდაჭერა „ნიკორა ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. კარგად გვესმის იმ გამოწვევების, რომელიც საზოგადოებას აქვს ამ მიმართულებით და განსაკუთრებით მთის რეგიონალურ სკოლებს. რეგიონალური სკოლები ნამდვილად საჭიროებენ თანადგომას. ჩვენი მიზანია, მთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა. მათი განათლების მიღების შესაძლებლობები არ უნდა ჩამორჩებოდეს ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების შესაძლებლობებს. ამიტომ „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდამჭერი“ პროექტის ფარგლებში, ვახორციელებთ მთის რეგიონალური სკოლების დახმარების პროგრამას, რაც ვფიქრობთ, მომავალ თაობას უკეთესი მომავლის შექმნაში ეხმარება,“ - აცხადებენ კომპანიაში.
როგორც „ნიკორა ჯგუფში“ განმარტავენ, სკოლების შესარჩევად განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობენ და სწორედ მათი დახმარებით დგება იმ სკოლების სია, რომლებსაც თანადგომა სჭირდებათ. ამჯერად შემდეგ სკოლებს ეხმარებიან:
1.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლა2.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ვანის საჯარო სკოლა3.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლა4.ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლა
1756113571




















