ახალი ამბები • 1745831946
ჰაიტიში საწვავის ტანკერი აფეთქდა - დაიღუპა 60-ზე მეტი ადამიანი
უცხოეთი
1639549046

60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ჰაიტიში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ BBC წერს.
მედიის ინფორმაციით, მანქანა ავარიაში მოყვა ქალაქ კაპ-ჰაიტიენში და დაზარალებულები დაზიანებული სატვირთოდან ავზის ავსებას ცდილობდნენ, როდესაც იგი აალდა.
აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს. მათი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევას ჰაიტის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. არიელ ჰენრის თქმით, მომხდარით ყველა დამწუხრებულია და ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდება.
„გაპარტახებითა და ემოციით გავიგე სამწუხარო ამბავი წუხელ კაპ-ჰაიტიენში მომხდარი აფეთქების შესახებ“, - დაწერა მან ტვიტერზე.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა