ლაბირინთი უსინათლოებისთვის - TV 25-ის რეპორტაჟის შემდეგ ბათუმის მერიამ უსინათლოთა ბილიკი აყარა

ლაბირინთი უსინათლოებისთის - TV 25-ის რეპორტაჟის შემდეგ ბათუმის მერიამ მის მიერვე ჩადენილი უკანონობა უარესი შეცდომით ჩაანაცვლა. საქმე ისაა, რომ ორბელიანის ქუჩაზე, შპს ავტოტრანსპორტის წინ მდებარე ავტობუსის გაჩერების ქვეშ გამავალი  უსინათლოთა ბილიკი აყარეს და ახლა ამ ფორმით დააგეს. როგორც ხედავთ, შშმ პირებს, დიდი ალბათობით აქ გადააგილება გაუჭირდებათ  და  უარესი დაბრკოლება შეექმნებათ. ჩნდება კითხვა, რატომ ხარჯავს მერია ხალხის ფულს უსარგებლო საქმეში და რატომ თავიდანვე არ გეგმავს საქმეს სწორად? პასუხები არც დღეს გაგვცეს. შეგახსენებთ, უსინათლოთა ბილიკი აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელის ქვეშ იყო დაგებული, მოსაცდელების ქალაქში განთავსებაზე კი პასუხისმგებელი შპს ავტოტრანსპორტია. პარადოქსია, თუმცა ფაქტია, უკანონობა ამ კომპანიის შენობის თვალწინ იყო. წყალში  ფულის გადაყრის პარალელურად, უსინათლო ადამიანების ბედი კვლავ საფრთხეშია. 

მეტის ნახვა