არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა და კიდევ 1 პირი დააკავეს

ძალადობა

არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. 45 წლამდე კაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე.

მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

მეტის ნახვა