ახალი ამბები • 1756410394
“8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადება...

სს
„მე იპოთეკით დავტვირთავდი თუ ნასყიდობას გამოსყიდვის უფლება იქნებოდა, ჩემი გადასაწყვეტია… ესპანეთის სახლის ქონება გადავიხადე დედაჩემის ქონებით და ჩემი ქონების გაყიდვით… რაც შეეხება დეკლარაციას, ამ სახლს დეკლარაცია არ უწევდა, 2025 წელს შევიძინე. ამ სახლს არ ვმალავდი, გამოკითხვაზე მე თავად ვუთხარი და ხელშეკრულებაც მივიტანე…
არანაირი მოწმე არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ირიბ მოწმეს. 8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაოს გადახდა შესთავაზა. ასევე, ადვოკატების განცხადებით, მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ჯუანშერ ბურჭულაძე მზად იყო ჩაებარებინა ყველა დოკუმენტი – პასპორტი და პირადობის მოწმობა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.
კერძოდ, სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი – სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
პროკურატურის მტკიცებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჩართულობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ამასთან, სახელმწიფო ბრალდების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე მეუღლესთან ერთად ჩართული იყო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაში.

1756113571