ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა...

სს

სს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამით მოსამართლე მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მანამდე კი, დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა