გურამ მაჭარაშვილი - კუპრაძე მერად შეუძლიათ სიზმარში ნახონ და მერე რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ

სს

სს

„ერთი მეორეზე უარეს განცხადებებს აკეთებენ. ის, რაც ელისაშვილმა თქვა და მერე კუპრაძემ დაამატა, რა თქმა უნდა, ფანტაზიებსაც კი აღემატება. ანუ, გამოდის, რომ საზოგადოებას ეუბნება, მათ შორის, მერიებში მომუშავე ადამიანებს, რომ „ამირჩიეთ მერად და მერე თქვენ გაფიცვის საშუალებას მოგცემთ“. ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას შეჰპირდეს, თუ კალაძე, ვთქვათ, ერთ სკვერს გააკეთებს, მე ორს გავაკეთებ და ა.შ., ამბობს, ყველაფერს გავაჩერებო. ეს ხალხი ამბობს, ჩვენ არამც თუ უკეთესად გავაკეთებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არამედ საერთოდ გავაჩერებთ იმას, რაც არისო. ელისაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ გავიღვიძოთ იქნებ კუპრაძე იყოს მერიო. ნუ, ფანტაზიებში არიან. ერთადერთი, კუპრაძე მერად შეუძლიათ სიზმარში ნახონ და მერე რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ მერად არჩეული,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში. გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა. წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“.

მეტის ნახვა