ახალი ამბები • 1756410394
ბათუმის მერია - რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება...
საზოგადოება
1758544918

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, რეჯებ ნიჟარაძის ქუჩაზე ავტომანქანებისთვის მოძრაობა ცალმხრივი გახდება – დადგენილების პროექტზე საკრებულომ 26 სექტემბერს უნდა იმსჯელოს.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ადმინისტრაციულ საზღვრებში საგზაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით უნდა დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის რეჯებ ნიჟარაძის ქუჩის მონაკვეთზე ადლიის ქუჩიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა.
ამ პროცესის ორგანიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების დამონტაჟება, მერიის სამსახურებმა დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა