პაპუაშვილი - ვინ, სად, რამდენჯერ ახსენებს რუსეთს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა - ასე რომ ფიქრობდა სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ გადაგვხდა ომები...

სს

სს

“პრეზიდენტი თავის გზავნილებს თავად გააჟღერებს, თუმცა ის ჩვენ ქვეყანას წარმოადგენს და ჩვენი ქვეყნის მთავარი სათქმელი არის მშვიდობის პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პრინციპის აღიარება. ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებია აწუხებს და მოსდევს. ვხედავთ, რომ დღეს ბევრი დადგა იმ გამოწვევისა და პრობლემის წინაშე, რომელშიც საქართველო ათწლეულებია დგას და ასე ნელთბილად ვიყავით. დღეს ყველამ შეხედა რას ნიშნავს საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა, ომი, როდესაც ის პირდაპირ ევროპის შუაგულში ხდება. ამიტომ ვფიქრობ, ყველა უფრო მეტად დააფასებს მშვიდობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, დაუთმობს თუ არა დროს ყაველაშვილი რუსეთზე საუბარს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სტატისტიკა - ვინ, სად რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და რა კონტექსტში, მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.

„თქვენთვის სტატისტიკაა მნიშვნელოვანი - ვინ, სად, რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და რა კონტექსტში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამას აბსოლუტური დატვირთვა ჩვენი საჯარო გამოსვლების დროს არ აქვს. ჩვენთვის ერთადერთ რამეს აქვს მნიშვნელობა - ეს არის მშვიდობა. მათ შორის ის, რომ არ იყოს ახალი ომი, რომელიც ასე ძალიან უნდა ზოგიერთს.

ასე რომ ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ მოვხვდით ომში, იმიტომ გადაგვხდა ომები და იმიტომ ვიყავით ერთი ნაბიჯით დაშორებული ომისგან 2022 წელს, რადგან ასეთი ხალხი არის ოპოზიციაში და „ენჯეოებში“, რომლებსაც ბომბების წვიმა ურჩევნია სირცხვილისგან დაწვას. კიდევ ერთხელ, პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი ჩემი გამოსვლის ტექსტი არაა. მისი გზავნილები იქნება მისი გზავნილები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტის ნახვა