ახალი ამბები • 1756410394
კობახიძე: როცა ჩვენი რეიტინგი 65%-ია, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობასა და რევოლუციაზე? - ვინმეს არ წაუცდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი ამ კანონზე, ეს არის ჩემი გაფრთხილება!

სს
„აქციას რაც შეეხება, თქვენ ძალიან კარგად ნახავთ, როგორ ჩაივლის პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული ე.წ. დამხობის აქცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს გაფრთხილებას, ვინმეს არ წაუცდეს ხელი კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი ამ კანონზე. ეს არის ჩემი ერთადერთი გაფრთხილება. თუ ჩაივლის მშვიდობიანად, ხომ კარგი, თუ შეეცდებიან ძალადობაზე გადასვლას, მიიღებენ ამაზე პასუხს.
სრული მობილიზაციის პირობებშიც კი დღესაც ძალიან სუსტად იქნება ოპოზიცია წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, მათ წარმატებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. დღეს ნახავთ, რომ, დაახლოებით, მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები, ასჯერ და ორასჯერ ნაკლები, ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობასა და რევოლუციის მოწყობაზე. ჩვენ გვაქვს სანდო კვლევები და სანდო კვლევები გვიჩვენებს, რომ ჩვენი რეიტინგი არის 65%. როცა მმართველ პარტიას აქვს ასეთი რეიტინგი, არც უნდა იფიქრო დამხობაზე, მაგრამ მათ არ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების სივრცე, რასაც გარედან დაავალებენ, იმას აკეთებენ. ეუბნებიან შეასკდი კედელს თავით, ასკდებიან კედელს თავით. ეს არის ერთადერთი, რასაც ვხედავთ ჩვენ და რასაც დავინახავთ დღეს საღამოს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჭკვიანად მოიქცევა ოპოზიცია, გადავლენ ძალადობაზე, მიიღებენ პასუხს, არ გადავლენ ძალადობაზე, ყველაფერი იქნება კარგად“, - განაცხადა კობახიძემ.

1756113571