პაპუაშვილი: პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება...

შალვა პაპუაშვილი

„წინა შემთხვევებში თუკი ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ, როცა ძალადობა იყო, ხან გიორგი ვაშაძე იტყოდა, რომ წრე დავარტყათ პარლამენტს და მერე ამბობდა, მე რა შუაში ვარ, მე რატომ დამიჯერეთო, პაატა ბურჭულაძემ ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა თავი, ამიტომ რაც კი რამე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი ის არის. რა თქმა უნდა, ყველა სხვაც პასუხისმგებელია, „ნაციონალური მოძრაობა“, NGO-ები, რომლებიც არიან თანაორგანიზატორები, მაგრამ იურიდიულად მან ეს უკვე გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ასე რომ, იმაზე იზრუნოს მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფერში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტის ნახვა