ახალი ამბები • 1756410394
იცით რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით 105.8 მლნ ლარით, რომელიც უკვე გაიცა?
საზოგადოება
1759940447

მონაცემებზე დაყრდნობით, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 23 784-მა პირმა, მათზე პენსიის სახით კი 105.8 მლნ ლარია გაცემული.
საპენსიო ფონდის ცნობით, ჯამურად, საპენსიო აქტივების ღირებულება 7.7 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 2 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ამასთან, ფონდის შეფასებით, სექტემბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის წლის მეორე საუკეთესო თვე იყო.
„დადებითი დინამიკა საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა, რასაც ხელი შეუწყო ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ და სტაბილურმა გეოპოლიტიკურმა გარემომ," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა