ირაკლი კობახიძე: უკვე დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს...

კობახიძე

„ყველას მინდა შევახსენო, რომ დაუსჯელი ვერავინ დარჩება. ჩვენ გვაქვს მოძალადეების იდენტიფიცირების იმაზე ბევრად მეტი რესურსი, ვიდრე ეს იყო თუნდაც შარშან, შარშანწინ, შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ. კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ესეც არის ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობა ქართველი საზოგადოების წინაშე, იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელიც გუშინ სრული მობილიზებით გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მეტის ნახვა