მიხეილ სააკაშვილი: ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დასჭირდა, აჭარის რევოლუციას - 6 თვე...

მიხეილ სააკაშვილი

„ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. „ვარდების რევოლუციას“ რამდენიმე კვირა დაჭირდა, აჭარის რევოლუციას - ექვსი თვე. „ქოცებმა” გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს.

იმედია, „ლელო” დარწმუნდა, რომ ე.წ. „არჩევნებით” ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.

ყველაფრის მიუხედავად ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა „ჯენზის“ ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებით“,- წერს სააკაშვილი.

მეტის ნახვა