ახალი ამბები • 1756410394
ხოშტარია: აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძის ბანერს...

სს
როგორც ელენე ხოშტარია აღნიშნავს, მისთვის საინტერესო არ არის რა რეაგირება ექნებათ, ვინაიდან, მისივე თქმით, „ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს“.
„პირველი: ზოგადად, აზრის გამოხატვა უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი, უნდა გამოხატო აზრი, რომ მიგაჩნია, კალაძე არის რუსი. ეს არ უნდა ისჯებოდეს.
მეორე: მეგი დიასამიძის დაჭერა იყო ჩემთვის მოტივაცია. ადამიანი ტყუილად დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ ბანერზე დააწერა.
მესამე: რა რეაგირება ექნებათ არ მაინტერესებს. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივი ლოგიკით მოქმედებს, როცა მოუნდებათ დაგიჭერენ და როცა მოუნდებათ არ დაგიჭერენ. არ მაინტერესებს, რას გადაწყვეტენ, რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ დავაწერ კალაძეს რომ რუსების მონაა. დაცვის ბიჭი გამოვიდა, პოლიცია იქ არ იყო ადგილზე, ხელი ვერ შემიშალეს, რაც მინდოდა, ის დავაწერე“,- აღნიშნავს ხოშტარია.

1756113571

1757707562