მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

სს

სს

მურთაზ ზოდელავა თავისუფალია | წინასწარი მოთავსების იზოლატორი მან გამთენიას მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 25 000-ლარიანი საპატიმრო გირაო გადაიხადა.

ზოდელავა 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევასა და "გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით" ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დამალვის მცდელობას ედავებიან. ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.

მეტის ნახვა