ახალი ამბები • 1756410394
კუპრაძე: ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად - მან პასუხი უნდა აგოს სისხლისსამართლებრივად...

სს
„ვიმყოფებით ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკთან ახლოს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც კახა კალაძემ და მისმა კრიმინალურმა ბანდამ თვალი დაადო. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მერია და საკრებულო მფარველობენ სამტრედიაში კალაძის შტაბის ყოფილ უფროსს, ავთანდილ თევზაძეს, რომელმაც მილიონობით ლარის შემოსავლის მიღების გეგმას ნახალოვკელების ინტერესი შესწირა. ხედავთ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ზუსტად ერთი მეტრის დაშორებით მიადგეს 16-სართულიანი კორპუსი, რომლის მფლობელიც თავდაპირველად ავთანდილ თევზაძე იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით კრიმინალური-დანაშაულებრივი გეგმა გამოაშკარავდა, რომლის მიხედვითაც ცხადია, რომ 2019 წელს ამხანაგობათა კრების ოქმები უკანონოდ შედგა. ამავე წელს ამხანაგობის კრებებზე მოტყუებით მოაწერინეს მოქალაქეებს ხელი, მათ შორის შეტანილია რამდენიმე გარდაცვლილი მოქალაქის ხელმოწერები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობა კახა კალაძეს და მის კორუფციულ გუნდს ეკისრება.
ყველაზე კორუფციონერი მერი, კახა კალაძე ჩამოყალიბდა დედაქალაქის მთავარ მტრად, რომელიც ანადგურებს თბილისელი მოქალაქეების ინტერესებს. ჩვენ გარშემო მესამე და მეოთხე კატეგორიის ავარიული სახლებია, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მერიას და ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლებრივად იმ დანაშაულებზე, რაც ადგილობრივი მოქალაქეების წინააღმდეგ აქვს ჩადენილი“, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საერთო მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

1756113571