ახალი ამბები • 1756410394
პაპუაშვილი ხოშტარიაზე: ეტყობა, რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის
პოლიტიკა
1758113257

„მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0,001% საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ის 5000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული, ეტყობა, ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს, ამისთვის კი მას 20 დღიანი ვადა განესაზღვრა.
ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა