როგორ ასრულებს საქართველო მდგრადი განვითარების 17 მიზანს?

როგორ ასრულებს საქართველო მდგრადი განვითარების 17 მიზანს და იმ პრიორიტეტებს, რომელთა განხორციელებაზე გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი მომავლის მისაღწევად წლების წინ შეთანხმდა? საკითხზე დღეს ბათუმში, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე იმსჯელეს. მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე მუშაობა ჩვენმა ხელისუფლებამ აქტიურად 2015 წლიდან დაიწყო. სად ვართ ახლა ამ გზაზე და რა რჩება გასაკეთებელი ადგილობრივ დონეზე.

სიღარიბის აღმოფხვრა, ნულოვანი შიმშილი, ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა,  ღირსეული სამუშაო ეკონომიკური ზრდა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზნებისა, რომელთა შესრულება გაეროს წევრმა ქვეყნებმა 2030 წლამდე, უკეთესი მომავლის შესაქმნელად დაისახეს. მათ რიცხს საქართველო 2015 წელს შეუერთდა. სად ვართ ამ გზაზე და რამდენად კარგად ვასრულებთ პრიორიტეტებს? ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, დღეს, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე მსჯელობდა. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი ბოლო წლების განმავლობაში პანდემია და უკრაინის ომი იყო.

გაეროს მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, თანაბრად უნდა იღებდეს. ქედის მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი მაღალმთიან სოფლებში არსებულ რესურსს მაქსიმალურად იყენებს, რომ ყველა პროექტი 17 ამოცანის შესრულებაზე იყო ორიენტირებული. გამოწვევად ბიზნესის სისუსტეს ასახელებს.

ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია გაეროს 17 მიზნიდან ერთ-ერთია. მის შესრულებაზე  ამ მიმართულებით მოქმედი კერძო კომპანიები აქტიურად უნდა მუშაობდნენ. „კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის“ წარმომადგენლის განცხადებით, მენეჯმენტი პრიორიტეტის შესასრულებლად სხვადასხვა ტიპის პროექტს ახორციელებს.

„აჭარისწყალი-ჯორჯიამ“ გაეროს 17 მიზნიდან შესასრულებლად 7 პრიორიტეტი შეარჩია. ერთ-ერთი, რეგიონის ეკონომიკური განვითარებაა. კომპანიაში ამბობენ, რომ მიზნის შესაბამის აქტივობებს ყოველწლიურად გეგმავენ, რათა უკეთესი მომავლის შემქნაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების დღის წესრიგზე მუშაობა საქართველომ აქტიურად 2015 წელს დაიწყო. პრიორიტეტების სრულად განსახორციელებლად ჩვენს ქვეყანას 8 წელი აქვს დარჩენილი.

მეტის ნახვა