ახალი ამბები • 1756410394
"ძლიერი საქართველო ლელო"-ს განცხადება...

სს
"ქართული ოცნების არასწორი განათლების პოლიტიკისა და მოსახლეობის მიზანმიმართულად გაღატაკების შედეგად, ყოველწლიურად მთიან აჭარაში იხურება სკოლები და მცირდება პირველკლასელთა რაოდენობა" - ამის შესახებ განცხადება დღეს “ძლიერი საქართველო- ლელოს” ბათუმის ოფისში გაკეთდა.
განათლების ექსპერტი როლანდ შავაძე და პარტიის წევრი პედაგოგები - ზვიად დიასამიძე და მარიზა თებიძე აცხადებენ, რომ მაღალმთიანი აჭარის 29 სკოლას მიმდინარე სასწავლო წელს პირველკლასელი არ ჰყავს. ასევე ათეულობით სკოლაში მოსწავლეების არ არსებობის გამო გაუქმებულია სხვადასხვა კლასი.
ეს ნიშნავს რომ მთიანი აჭარის მასწავლებლების დიდი ნაწილი დასაქმების ერთადერთ საშუალებასაც დაკარგავს.
"მთაში სოფლის შენარჩუნების საშუალება არის სკოლა. თუმცა არსებული სკოლების უმრავლესობა საჭიროებს სრულ რეაბილიტაცია და საფრთხის შემცველია. ახალი სკოლების მშენებლობა არ ხდება პრიორიტეტის მიხედვით, არამედ ოცნების ჩინოვნიკების პოლიტიკურ სურვილებზეა დამოკიდებული. ამიტომ მთაში მცხოვრები მოსახლეობა იძულებულია შვილი არ შეიყვანოს ისეთ სკოლებში სადაც უსაფრთხოების მინიმალური ნორმებიც კი არ არის დაცული. რაც ბუნებრივია იწვევს სოფლის სკოლების გაუქმებას და ქალაქში სკოლების უკიდურეს გადატვირთვას." - ნათქვამია "ძლიერი საქართველო ლელო"-ს განცხადებაში.

1756113571