ახალი ამბები • 1756410394
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ბიუჯეტში, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა...
პოლიტიკა
1759138453

სს
სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.
კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას ერთად, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად 8 392 827 ლარი განესაზღვრათ. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს, დამატებით, გადასახდელად განესაზღვრა 631 540 ლარი

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა