ახალი ამბები • 1728566105
რამდენად უსაფრთხოა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა? - რა უნდა გაითვალისწინოთ
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა და ორ სახელმწიფოს შორის საომარი მოქმედებები გაჩაღდა, ევროპის უმეტესმა ქვეყანამ, დაზარალებულ ქვეყანას სოლიდარობის ნიშნად, ოკუპანტ ქვეყანას არაერთი სანქცია დაუწესა, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიებმა რუსეთს საჰაერო მიმოსვლა შეუზღუდა, ტურისტულმა კომპანიებმა კი, სასტუმროების ჯავშნები ჩახსნეს.
მოგზაურებისთვის, რომლებიც რუსეთ-უკრაინას შორის განვითარებულ კრიზისს თვალს აქტიურად ადევნებენ, უჩნდებათ კითხვა - რამდენად უსაფრთხო იქნება ახლა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა? გაუქმდება თუ არა, ფრენები ევროპის ქვეყნების მიმართულებით? უნდა გადადოს თუ არა რეგიონში დაგეგმილი მოგზაურობა?
რა უნდა ვიცოდეთ:
- გადავდო თუ არა ევროპაში მოგზაურობა?
- შემიძლია დავგეგმო ევროპაში გამგზავრება უახლოეს მომავალში?
- სად უნდა მოვერიდო მოგზაურობას?
- როგორ იმოქმედებს საჰაერო სივრცის აკრძალვები ფრენების ფასებზე და სხვა ლოჯისტიკაზე?
- გადავდო თუ არა ევროპაში მოგზაურობა?
ევროპის კონტინენტის ყველაზე დიდ სახელმწიფოში, უკრაინაში, ომია. რუსეთის ფედერაცია, უკვე, 6-ე დღეა საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს ბელარუსის, რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მხრიდან ესხმის თავს. მიუხედავად, იმისა, რომ ომი ევროპაში მიმდინარეობს, ცხელ წერტილად, მაინც, აღმოსავლეთი ნაწილი რჩება. ამიტომ, როგორც, ექსპერტები ამბობენ, კრიზისის მოცვის საფრთხე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში არ არსებობს. როგორც, გლობალური დაზვერვისა და ინფორმაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ სუსონგმა, Crisis24-ში განმარტა, საფრთხე მხოლოდ სამხრეთ ბელორუსიაში, უკრაინაში და რუსეთშია. რაც შეეხება, ბელორუსს. იქიდან გამომდინარე, რომ ბელორუსია რუსეთის მოკავშირე ქვეყნად ითვლება და ყოველდღე არსებობს შანსი იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, თავადაც ჩაერთოს, ამ სახელმწიფოში მოგზაურობას არ გირჩევდით.
2. შემიძლია დავგეგმო ევროპაში გამგზავრება უახლოეს მომავალში?
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, ომის გავრცელების საშიშროება დასავლეთის სხვა ქვეყნებზე არ არსებობს, კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის, ქმედებებს ვერცერთი პოლიტოლოგი ვერ საზღვრავს. ისევე, როგორც მთელ ცივილურ სამყაროს ეგონა, რომ პუტინი უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებდა, შესაძლოა, მოსაზრება მალევე შეიცვალოს. როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სამსახურის ვიცე-პრეზიდენტი, ჯულიან მორო ამბობს, ევროკავშირისა და ნატოს წევრებს შორის დადებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რუსეთის თავდასხმა სხვა ევროპულ ქვეყნებზე ნაკლებად სავარაუდოა.
”რუსეთი ძალზე ნაკლებად სავარაუდოა გამოიყენოს სამხედრო ძალა სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ” ევროკავშირისა და ნატოს წევრებს შორის თავდაცვის ორმხრივი შეთანხმებების გამო", - განაცხადა ჯულიან მორომ.
3. სად უნდა მოვერიდო მოგზაურობას?
თუ თქვენ ევროპაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზონის მიღმა, ევროპის უმეტეს ნაწილში, უკრაინელი ლტოლვილების "მასიური ნაკადი" მოსაზღვრე ქვეყნებში მიედინება, მათ შორის, პოლონეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და სლოვაკეთში.
"თუ გსურს ვარშავაში წასვლა, ალბათ დიდი გავლენა და ცვლილება რ იქნება, თუმცა სხვადასხვა ქალაქებში, რომლებიც უკრაინის საზღვართან ახლოსაა, შესაძლოა, ლტოლვილთა ნაკადში აღმოჩნდეთ", - ამბობს ჯულიან მორო (საერთაშორისო უსაფრთხოების სამსახურის ვიცე-პრეზიდენტი).
|როგორ ტოვებენ უკრაინელები სამშობლოს, რუსი ჯარების შემოჭრის შემდეგ|
4. როგორ იმოქმედებს საჰაერო სივრცის აკრძალვები ფრენების ფასებზე და სხვა ლოჯისტიკაზე?
სანამ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ, რომ ახალ ამბებსა და სახელმწიფო დეპარტამენტების უახლოეს სამოგზაურო რჩევებს თვალი აქტიურად უნდა ადევნოთ. ტურისტული კომპანიები ტურისტებს ურჩევენ, რომ საკრედიტო ბარათებსა მოერიდონ და მხოლოდ ნაღდი ფული გამოიყენონ. ასევე, მოგზაურებმა უნდა იქონიონ პასპორტის ფიზიკური ასლი და პასპორტი.
არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება გაძვირდეს თვითმფრინავის ბილეთები. იმის გამო, რომ რუსეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, შესაძლოა, თვითმფრინავის საწვავის ფასი რეკორდულად გაიზარდოს, რაც ბილეთების ფასის ზრდას გამოიწვევს. ცნობისთვის, ბილეთებზე ფასი უკრაინაში შეჭრამდე, დასავლეთის სანქციების მუქარის, შემდეგაც იზრდებოდა.
გარდა ამისა, ავიაკომპანიებს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ქვეყნებმა რუსეთს საჰაერო სივრცე შეუზღუდეს, უფრო მეტი წრიული ფრენები აზიისა და ახლო აღმოსავლეთისკენ უწევთ, რაც მეტი პილოტის საათისა და მეტი დამაკავშირებელი ფრენების გამოყენებას იწვევს, საბოლოოდ კი, ბილეთებზე ფასი რეკორდულად იზრდება.
და ბოლოს, ომმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თვითმფრინავების ინდუსტრიის ჯაჭვზე. კომპანიები, მათ შორის Boeing, Airbus და Embraer, თვითმფრინავების სხვადასხვა ძირითად კომპონენტებს - როგორიცაა ტიტანი, ძრავებისა და სადესანტო მოწყობილობების დასამზადებლად განკუთვნილი მასალები - რუსეთიდან იღებენ. თუ, თვითმფრინავების მწარმოებლები ვერ შეასრულებენ საწარმოო ვალდებულებებს, ტალღოვანი ეფექტი მგზავრებისთვის ავიაბილეთების გაძვირებას გამოიწვევს.
|ჩაკეტილი უკრაინის საჰაერო სივრცე|
1728068947
1726854943
1726726009