საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF წელს 2025 წლის 12-17 დეკემბერს გაიმართება...

ბათუმი

„არსებული მცირე ბიუჯეტის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ განსხვავებულ ფორმატში – გვექნება მხოლოდ კინოჩვენებები და რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ.) წლის გამორჩეული ფილმები 20 ქვეყნიდან.

ჟიურის ნაცვლად კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი“ – ნათქვამია განცხადებაში.

კინოკვირეულზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრი CAVEA GRAND MALL-ში (ბათუმის გრანდ მოლში), ასევე, რამდენიმე კინოსეანსი გაიმართება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მცირე დარბაზში.

„მომავალ წელს ბიაფი დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ფორმატს და დარწმუნებული ვართ ძალიან საინტერესო საიუბილეო წელი იქნება. მანამდე კი არ გამოტოვოთ BIAFF 2025 -ის ექსკლუზიური “Best of” კინოკოლექცია“ – ვკითხულობთ კინოფესტივალის განცხადებაში.

მეტის ნახვა