ბათუმის პორტის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს...

ტვ25

ტვ25

„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით, სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად, ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს.

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აქვე, გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სამართალდამცველების მიერ ბოლო 4 თვის განმავლობაში, გამოვლენილ და აღკვეთილი იქნა ტრანსნაციონალური ნარკოდანაშაულის რამდენიმე ფაქტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი და ამოღებულია 750 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი““, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

მეტის ნახვა