ახალი ამბები • 1756410394
ბოკუჩავა:ვმუშაობთ, რათა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე, ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, ფინანსურ ელიტაზე, მოძალადეებსა და მოსამართლეებზე...

სს
„დღეს მთელი დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები ევროკომისიაში, მათ შორის საგარეო უწყებაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში. მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საქართველოს მილიონობით მოქალაქე დააყენა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშე, ჩვენ ვმუშაობთ ბრიუსელში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე - ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე, პროპაგანდისტებზე, ფინანსურ ელიტაზე, მოძალადეებზე, მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ და არ დასანქცირდეს საქართველოს მოქალაქეები. ეს არის ივანიშვილის მიზანი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანქციები დაწესდეს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, იქნება ეს ფინანსური სანქციები თუ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება მიზნობრივ ჯგუფებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

1756113571