ახალი ამბები • 1756410394
კალაძე: ზელენსკიმ ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო თავის ხალხს, გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა...

სს
"საქართველოს დაანებოს ყველამ თავი. ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას და ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა და რა მოუწყო საკუთარ ხალხს და ქვეყანას. იმაზე დიდი უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით, ამაზე გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს თავი დაანებოს. ჩვენ მივხედავთ, ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც", - თქვა კახა კალაძემ.
24 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოც ახსენა. მან თქვა:
"ჩვენ ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება. საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე და მრავალი წელია, ბელარუსი ასევე მიიწევს რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. ევროპა ვერ მისცემს თავს მოლდოვის დაკარგვის უფლებასაც...", - თქვა მან.

1756113571