ომიკრონი და მისი გამოწვევები

ქვეყანაში ინფიცირების სტატისტიკა გაოთხმაგდა. პროგნოზი რომ ომიკრონი მალე დომინანტი გახდებოდა მართლდება. დაავადებულთა 60%-ს, სავარაუდოდ, „ომიკრონი“ აქვს. 7521 შემთხვევით, დღეს, პანდემიის ანტირეკორდი დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, საქართველოში, მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ თებერვლის დასაწყისიდან  მეექვსე  ტალღის აფეთქება მოხდება და ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებელი 60 ათასს მიუახლოვდება.

სპეციალისტების თქმით, ყველაზე სწრაფად გავრცელებად შტამს, სამჯერმეტი რეინფიცირების მაჩვენებელი აქვს. ამ ფონზე კი, რამდენადაა მზად ჯანდაცვის სისტემა ვირუსის სამართვად? პასუხისმგებელ უწყებებში ამბობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურადაა მობილიზებული, თუმცა, საავადმყოფოებისა და ექიმების რესურსიც ამოწურვადია.

პირველადი ჯანდაცვის სწრაფი გადამზადება და ონლიან კლინიკებში ხარვეზების აღმოფხვრა,  მიაჩნია უმთავრესს გამოსავლად ლევან ანთაძეს. მისი თქმით, მოქალაქეების დიდი ნაწილის ერთდროულად ინფიცირების შემთხვევაში, ბინაზე მკურნალობა საუკეთესო გამოსავალია. სპეციალისტის შეფასებით,, არსებული ვითარება ვაქცინაციის არასწორმა კამპანიამ შექმნა.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, 6 კოვიდ სასტუმრო დააამატეს. ამ ეტაპზე, ქალაქში, ჯამში სულ 8 საკარანტინე ზონა ფუნქციონირებს. რამდენად შესწევს სახელმწიფოს

იმის რესურსი, რომ მაჩვენებლების ზრდასთან ერთად, სერვისის მიწოდება,  პაციენტებისთვის შეუფერხებლად შეძლოს. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ქვეყანა კრიტიკულ ზღვარზეა.

ჯანდაცვის წარმომადგენლები ცდილობენ საზოგადოებაში სიმშვიდე შეინარჩუნონ და პანიკას არ თესავენ. პარალელურად, ვაქცინაციის ტემპი ბოლო რამდენიმე თვეა შემცირდა, კლინიკები ინფიცირებულებითაა გადატვირთული. კოვიდტესტებისთვის მუდმივად გრძელი რიგებია. ამ ფონზე, მწვანე სტატუსის მქონე პირები კი, რესტორნებში ყოველდღიურად მოილხენენ.  თავად განსაჯეთ, სახელმწიფოს მხრიდან დაპირებების მიუხედავად, ექვემდებარება თუ არა მდგომარეობა კონტროლს.

მეტის ნახვა