დაზიანებული მაყუჩით მოძრავი ავტომობილები

დაზიანებული მაყუჩით მოძრავი ავტომობილები. ქალაქში ბევრ ისეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შენიშნავთ, რომლებიც დისკომფორტის შემქმნელ ხმას გამოსცემენ. ხმაურის ხშირ შემთხვევაში პატარებს ეშინიათ. აღსანიშნავია, რომ მძღოლები დაზიანებული მაყუჩით ქუჩაში შეგნებულად გადაადგილდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს შემთხვევებში საკანონმდებლო ცვლილებები დაანონსდა მძღოლებს, არც ეს ფაქტი აშინებთ.

ყველასთვის კარგად ნაცნობ ამ ხმას, ბათუმის ქუჩებში, ხშირად, გაიგებთ. დაზიანებული მაყუჩით მოძრავი ავტომობილები, ქალაქში, მრავლადაა. რატომ დადიან მძღოლები ასეთი ავტომობილებით გაურკვეველია, თუმცა, ფაქტია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების არასასიამოვნო ხმა, მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნის.

მსგავსი ავტომობილების ხმაური, ყველაზე მეტად, მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახის წევრებს აწუხებთ. დაზიანებული მაყუჩით მოძრავი ავტომობილების ხმა, პატარებს აშინებს.

ფაქტია, რომ მძღოლებს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები არ აშინებთ. აჭარის საავტომობილო ფედერაციის ქალთა კლუბის პრეზიდენტის თქმით, მსგავსი შემთხვევები კლების მაგივრად, იმატებს. ლია მგელაძის თქმით, ამას ისიც ემატება, რომ საპატრულო პოლიცია ქუჩაში შესაბამის კონტროლს არ ახორციელებს.

„მაცნე“-ს კამერამ, დღის საათებში, რამდენიმე ქუჩა გადაიღო და ამის დამადასტურებელი არაერთი ავტომობილი გადაიღო. ტექნიკური დათვალიერების ცენტრში გვითხრეს, რომ კუსტარულად დაზიანებული მაყუჩით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექდათვალიერებას, იმ შემთხვევაში გადიან, თუ კი, გამონაბოლქვის ფილტრაციის სისტემა დაზიანებული არაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ტრადიციულად, კითხვებზე, შესაბამისი, პასუხები ვერ მივიღეთ. როგორია მსგავსი ავტომობილებით მოძრავი პირების დაჯარიმების სტატისტიკა, ვერც ეს გავიგეთ. დაზიანებული მაყუჩით მოძრავი ავტომობილების მძღოლები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლის მეხუთე ნაწილით ჯარიმდებიან და სანქცია ასი ლარითაა განსაზღვრული.

მეტის ნახვა