ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს ერთდროულად, სრულ განაკვეთზე რამდენიმე ადგილზე მუშაობა ეკრძალებათ...

ტვ25

ტვ25

"ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს ერთდროულად, სრულ განაკვეთზე, რამდენიმე ადგილზე მუშაობა ეკრძალებათ.

ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს აღარ ექნება უფლება, სხვა საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი პოზიცია დაიკავოს.

თუ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანი 2 პოზიციაზე იმუშავებს, მას ორივე თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში დასაქმება აეკრძალება და ასევე, ვალდებული იქნება, მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის სასარგებლოდ დააბრუნოს.

გარკვეული გამონაკლისებიც არსებობს, რომელთა შემთხვევაში, ერთწლიანი თანხმობის საფუძველზე, პირს შეუძლია, ორ ან მეტ საჯარო დაწესებულებაში იმუშაოს."

აღნიშნულ თემაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „თეორიულად შეუძლებელია, 8 საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯების და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური“.

მეტის ნახვა