რა ღირს ოქრო მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში...

ოქრო

მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 3 971 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.6%-ით შემცირებული ფასია. 0.76%-ით არის შემცირებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 47.75 დოლარი ღირს.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 360 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 270 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 210 ლარია.

რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 3.53 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 4.42 ლარი.

მეტის ნახვა